მალაიზიაში, ყალბი ახალი ამბების გამავრცელებელ პირს, 10 წლით დააპატიმრებენ

მალაიზიის მთავრობა გამოდის შემოთავაზებით, რომლის მიხედვით, ყალბი ახალი ამბების გამავრცელებელი პირი, საპატიმროში 10 წელს გაატარებს, ან გირაოს სახით, 128 000 დოლარს გადაიხდის. ინფორმაციას “BBC” ავრცელებს.
როგორც მალაიზიის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, დაისჯება ყველა ის ადამიანი და ორგანიზაცია, ვინც “ყალბ ახალ ამბებს” გააშუქებს, ასევე, გამკაცრდება კონტროლი ბლოგებზე, სახალხო ფორუმებზე და სოციალურ მედიაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები