აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

28 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
როგორც „კვირას“ უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიება – „სააღდგომო რიტუალი და ქართული მუსიკალური ფოლკლორი -ღვაწლი ედიშერ და გიგი გარაყანიძეებისა“ – ფოლკლორის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება.
საღამოში მონაწილეობს ანსამბლი „მთიები“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები