26 მარტი გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა

26 მარტს,  თანამედროვეობის უდიდეს ქართველ მწერალს გურამ დოჩანაშვილს 79 წელი შეუსრულდა.
გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს თბილისში დაიბადა.
მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული იყო 1966 წელი: დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო (7 აპრილი) და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა”.
1968 წელს იგი მიიღეს მწერალთა კავშირში, 29 მაისს კი დაიბადა უმცროსი ვაჟი, ირაკლი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა 1990 წელს.  ამ პერიოდმა განსაკუთრებულად დააახლოვა უფალთან და ეკლესიასთან.
მისი პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში”, 1961 წელს.
1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში. 1956 წელს  ანტისაბჭოთა პროპაგანდისთის მიუსაჯეს სამწლიანი პატიმრობა, რომელიც შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს.
1957  წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში.
1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1962-75 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელია. მონაწილეობდა 30-მდე ქვის ხანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში.
1975-85 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის” პროზის განყოფილების გამგე. მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში.
1985 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის” მთავარი რედაქტორია.
გურამ დოჩანაშვილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია რომანი “სამოსელი პირველი”. ნაწარმოები  არის თავგადასავლის მაძიებელი დომენიკოს ამბავი, რომელზეც ძლიერ იმოქმედა იდუმალებით მოცული კაცის – ლტოლვილის ნაამბობმა. დომენიკო ტოვებს მშობლიურ სახლ-კარს, მამას და მიდის “ლამაზ ქალაქში”. თანდათან მრავალ ადამიანთან ურთიერთობისას, იგი მიხვდება, თუ რა არის მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე, ბოროტება, გულწრფელობა, პატიოსნება. ეს არის წიგნი სიკეთისა და ბოროტების შეცნობაზე, მას თამამად შეიძლება ეწოდოს “ცხოვრების წიგნი”.
გურამ დოჩანაშვილი მრავალი წიგნის ავტორია, მათ შორის აღსანიშანავია:
„განსმდგომი შუაკაცი“: მოთხრობები (ავტორი). – თბილისი, ნაკადული, 1983.
„მოთხრობები“ (ავტორი). – თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987.
„სამოსელი პირველი“ : რომანი. – თბილისი, საბჭ. საქართველო. 1990.
„ლოდი ნასაყდრალი“: რომანი. – თბილისი, მარსი, 2002.
„კეჟერაძეები: ოთხი მოთხრობა“. – თბილისი, ლაშარელა, 2005.
„არის და იყოც უცნაური, ადამიანიც, წუთისოფელიც“ . – თბილისი, საარი, 2009.
„კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“: ქართული პროზის საგანძური (ავტორი). – თბილისი, პალიტრა L, 2010.

სცენარის ავტორია ფილმების: “გამსვლელი პაიკი”(1970), “ბალადა მომღერალზე”(ანიმაციური, 1987), “ბესამე”(1989), “ჰავაური ვალსი”(1990); გადაღებულია ფილმში: “ახალი წელი”(1982).

ჯილდოები:
2013 – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, დიდი წვლილისა და მაღალი სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებისათვის;
2010 – ლიტერატურული პრემია “საბა”, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი;
საქართველოს სახელმწიფო პრემია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები