ნანი ჩიქვინიძესთან და ნატო მურვანიძესთან შეხვედრა გაიმართება

26 მარტს, 18:00 საათზე,  „თეატრში ათონელზე“ მსახიობებთან – ნანი ჩიქვინიძესთან და ნატო მურვანიძესთან შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, არსებობს კითხვები, რომლებზე პასუხებიც საინტერესოა და მოუთმენლად ელის საზოგადოება – რითი განსხვავდება მსახიობისთვის კინოროლსა და სპექტაკლზე მუშაობის პროცესი? რა სპეციფიკური უნარებია საჭირო და რა უნდა გავითვალისწინოთ კამერასთან მუშაობის დროს? რა ფუნქცია ჰქონდა ტელესპექტაკლს?

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები