„ლეოგრანდის“ საქმეზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვიოლეტა ფორჩხიძემ სასტუმრო “ლეოგრანდის” საქმეზე ბრალდებულებს – გიორგი მიქელაძეს და ფათიჰ იაუზის ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების პატიმრობა ბრალდების მხარემ მოითხოვა, მოტივად კი მტკიცებულებების განადგურების, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დაასახელა.
დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე 20-20 ათასი ლარი შესთავაზა, ამასთან, თავდებში მყოფი პირების სია წარუდგინა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
საქმის არსებითი განხილვა 16 მაისს დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასული წლის ნოემბერში გაჩნდა, რის შედეგადაც, შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 19-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები