რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხუთი კი დაშავდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს ( ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).
შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.