საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მიუსამძიმრა.
ეროვნული ნაკრების წევრები სოფელ წილკანში ჩავიდნენ, სადაც არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის სახით, საქართველომ გმირი დაკარგა.
„არჩილ ტატუნაშვილის სახით საქართველომ გმირი დაკარგა. დღეს მივუსამძიმრეთ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და, რა თქმა უნდა, სრულიად საქართველოს”, – აღნიშნა ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს. მას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით, 24 მარტს დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები