თბილისის ზოოპარკში სამი ბოკვერი დაიბადა

   თბილისის ზოოპარკში თეთრი ლომი კლეოპატრა 3 ჯანმრთელი ბოკვერის დედა გახდა. როგორც „კვირას“ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა, ახალშობილი ბოკვერები თავს კარგად გრძნობენ და ისინი დედის რძით იკვებებიან
„როგორც დედა, ისე ბოკვრები თავს ძალიან კარგად გრძნობენ. პატარები დედის რძით იკვებებიან, დედა შვილებს ძალიან კარგად უვლის. ისინი 3 მაისს დაიბადნენ“,- განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები