ლუკაშენკო სოხუმზე: ეს მშვენიერი, ჩემი საყვარელი მხარე გადაქცეულია გაუგებარ რაღაცად

თბილისში მხოლოდ მეორედ ვარ. მე ადრე ჩავედი სოხუმამდე… მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, შეიქმნა რაღაც გაუგებრობა, – ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა.
ალექსანდრე ლუკაშენკომ ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობასა და პატიოსნებას გაუსვა ხაზი.
“თბილისში მხოლოდ მეორედ ვარ. მე ადრე ჩავედი სოხუმამდე… მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, შეიქმნა რაღაც გაუგებრობა.. არავისთვისაა შესაძლებელი იქ ჩასვლა, და ეს მშვენიერი მხარე, ჩემი საყვარელი მხარე გადაქცეულია გაუგებარ რაღაცად… ამიტომაც, აქ ყოველთვის ჩამოვდივარ მოწიწებითა და რიდით, იმ მოლოდინით, რომ აქ ძალიან კარგი კეთილი, პატიოსანი ხალხია, ისეთივე როგორც ბელარუსში”, – აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები