თინათინ ნიბლოშვილი: მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლაზე მსჯელობა მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა.
დეპუტატის განცხადებით, მოსკოვის გამზირთან დაკავშირებით მსჯელობა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. თინათინ ნიბლოშვილი განმარტავს, რომ გამზირისთვის სახელის გადარქმევას, შესაბამისი პროცედურების გავლა სჭირდება. მათ შორის, გასათვალისწინებელია იმ ათასობით ადამიანის პოზიცია, რომელიც აღნიშნულ გამზირზე ცხოვრობს.
„საკითხის სიმძიმიდან გამომდინარე, კიდევ უფრო აქტიურად ვმუშაობთ მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლაზე. გვაქვს გარკვეული ვერსიები. რაც შეეხება გმირებს, 2008 წლიდან დაწყებული, რუსულ აგრესიას ძალიან ბევრი ქართველის სიცოცხლე შეეწირა და თბილისში ამ გმირების სახელობის უკვე ათობით ქუჩა გვაქვს“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები