მამუკა კობახიძე: სატრანსპორტო კომპანია მზადაა „სითი პარკის“ თანამშრომლები დაასაქმოს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, გენერალური დირექტორის მამუკა კობახიძის განცხადებით, „სითი პარკის“ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, რამდენი ადამიანი გამოხატავს მზაობას და რამდენი მათგანის მიღებას შეძლებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

მისივე თქმით, მიმდინარეობს კვლევაც, თუ რა ოდენობის ხარჯებთან იქნება დაკავშირებული თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ შესაბამისი ტექნიკის შესყიდვა.

„ჩვენ დაგვჭირდება გარკვეული რესურსის მობილიზება, როგორიცაა ევაკუატორების შესყიდვა, დასახაზი პარკინგების ტექნოლოგიების შესყიდვა, მანქანა-დანადგარების, მასალების შესყიდვა. „სითი პარკში“ 76-80 ადამიანამდე მუშაობს, ვინც უშუალოდ დადის ქალაქში დაჯარიმებებზე, თუმცა ჰყავთ კიდევ 30 ან 40 უშტატო თანამშრომელი. დღეს მიმდინარეობს მოლაპარაკებები „სითი პარკის“ კომპანიასთან, შესაბამისად, მოგვიანებით გახდება ცნობილი, რამდენი ადამიანი გამოხატავს მზაობას და რამდენი მათგანის მიღება მოხდება თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“, – განაცხადა მამუკა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები