ზაზა გაბუნია: ეთნიკურ უმცირესობებს სრული და სტაბილური საინფორმაციო წყარო უნდა ჰქონდეთ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას თქმით, თანამემამულეებს, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებს საინფორმაციო წყარო ჩვენივე საერთო საინფორმაციო სივრციდან უნდა ჰქონდეთ.
მისივე განცხადებით, ამისთვის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ყოფნაა, რადგან პოლიტიკის დაგეგმვისას ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს.
“ეროვნულ უმცირესობებს აქვთ თავიანთი დიდი წვლილი ერთიანი ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში და ეს როლი კიდევ უფრო უნდა გამოვკვეთოთ”,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები