თბილისში მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს

თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტს შსს-ში ადასტურებენ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ორი მუხლით მინდინარეობს. კერძოდ სსკ-ის 108 – ე განზრახ მლვლელობა და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები