ბოლნისში, სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიჭრა – დაკავებულია ერთი პირი

ბოლნისში, გამგეობის წინ, სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და დაკავებულია ერთი პირი. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით იარაღი ამოიღეს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები