თამარ ხულორდავა: სრულდება მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესი და გვექნება გამართული კონსტიტუცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ხულორდავამ ​საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ კენჭისყრით დასრულდება ისტორიული პროცესი. მისივე თქმით, შედეგად მივიღებთ გამართულ, ევროპული ტიპის, კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში მყოფ ახალ კონსტიტუციას.
”ამ კენჭისყრის პროცესით სრულდება ძალიან მნიშვნელოვანი, თამამად შეიძლება ითქვას, საკონსტიტუციო რეფორმის ისტორიული პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა მთელი გასული წლის განმავლობაში. ამ ცვლილების შედეგად ჩვენ გვექნება გამართული, ევროპული ტიპის, კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში მყოფი ახალი კონსტიტუცია.
სწორედ ეს დაადასტურა ვენეციის კომისიამაც თავის პლენარულ სხდომაზე, პლენარული სხდომა გაიმართა სულ რამდენიმე დღის წინ, სადაც განიხილებოდა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ შეფასებები იყო ძალიან პოზიტიური, ძალიან დადებითი, პირდაპირ გეტყვით, რომ ტექსტში არის ასეთი ჩანაწერი, რომ რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო სისტემისკენ და წარმოადგენს დადებით ნაბიჯს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის გაუმჯობესების და კონსოლიდაციისკენ, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპების საფუძველზე. ასევე აღნიშნულია, რომ ცვლილებებით უმჯობესდება ტექსტი, და კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებულია”, – განაცხადა ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები