მელორ ვაჩნაძე დააკავეს

სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტი მელორ ვაჩნაძე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში საღამოს, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა და ერთ-ერთ პაციენტთან შესვლას ითხოვდა. ვინაიდან პაციენტის ნახვის საათები დასრულებული იყო, დაცვამ ვაჩნაძე კლინიკაში არ შეუშვა, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია და დაცვას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, მელორ ვაჩნაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები