გია ვოლსკი: ქართულ საზოგადოებას საკმაო პრინციპულობა აქვს, რომ უზნეო განცხადებები აღკვეთოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რელიგიური გრძნობების დაცვასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქართულ საზოგადოებას საკმარისი ინტელექტუალური რესურსი აქვს, რომ უზნეო განცხადებები არ მიიღოს. მისივე თქმით, ყოველივე ამის აღსაკვეთად, შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული, რადგან ამ ტალღის შეჩერება, ისეც რთულ ვითარებაში, შეიძლება ძნელი გახდეს.
„ქართულ საზოგადოებას საკმაო ინტელექტუალური რესურსი და პრინციპულობა აქვს, რომ ისეთი პროვოკაციული, უზნეო განცხადებები არ მიიღოს და აღკვეთოს, რასაც ადგილი ჰქონდა.
ამ პროვოკაციის ტალღის შეჩერება, ისეც რთულ ვითარებაში, შეიძლება ძნელი გახდეს“, – დასძინა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც მიმართავს მორწმუნეებს, ახალგაზრდებს, ინტელიგენციას, არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველს, ძალისხმევა მიმართონ იქითკენ, რომ სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები