თელავში შვილმა 91 წლის დედა ცივი იარაღით მოკლა

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონდოლში შვილმა 91 წლის დედა ცივი იარაღით მოკლა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, დამნაშავე დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები