ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ტატუნაშვილზე: მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მიმდინარე გამოძიებას

0

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმს ცხელი ხაზის მეშვეობით”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილს უკავშირდება.
მათივე თქმით, მისია ყურადღებას ამახვილებს მხარეებს შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმზე. „ბოლო კვირების განმავლობაში აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობდა დიალოგს ცხელი ხაზის მეშვეობით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კვლავ ადასტურებს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმს ცხელი ხაზის მეშვეობით. მისია ყურადღებას ამახვილებს მხარეებს შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში შეხვედრების განახლების სწრაფი შეთანხმების საჭიროებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი