შსს-მ “რუსთავი 2”-თან მომხდარი ინციდენტის გამო 5 პირი სისხლის სამართლის წესით დააკავა

შსს-მ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მომხდარი ინციდენტის გამო 5 პირი სისხლის სამართლის წესით დააკავა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ხუთივე პირის მიმართ გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფის მიერ წინასწარ შეანხმებით ხულიგნობას გულისხმობს.

“2018 წლის 19 მარტს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ქართული მარშის წევრები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. გ.ო. და ლ. ნ. დაკავებულები არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,-წერია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით. ასევე  მიმდინარეობს მოწმეთა და თვითმხილველთა დაკითხვა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და რეაგირებას მოახდენს ძალადობის თითოეულ ფაქტზე, მიუხედავად ძალადობის მოტივისა,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები