შსს-მ ტელეკომპანია “რუსთავი 2 “-თან მომხდარი ინციდენტის გამო ლადო სადღობელაშვილი დააკავა

შსს-მ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან მომხდარი ინციდენტის გამო “ქართული მარშის” წევრი ლადო სადღობელაშვილი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, სადღობელაშვილი სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის მუხლით დააკავეს, რაც ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ხულიგნობას გულისხმობს.

“2018 წლის 19 მარტს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ქართული მარშის წევრი ლ.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) არის დაკავებული. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე საქმეზე სამართალდამცველების კითხვებს გუშინდელი დაპირისპირების მონაწილე პირები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. და გ.ო. ამ წუთებში პასუხობენ,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები