გიორგი მარგველაშვილმა იან კელისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა იან კელისთან შეხვედრისას, რომელიც აშშ-ს ელჩის თანამდებობას 3 წლის განმავლობაში იკავებდა და საქართველოს მარტში დატოვებს, ელჩის მოღვაწეობა შეაჯამა და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე აშშ-საქართველოს ურთიერთობათა დინამიკაზე, საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტზე, ასევე, სენატში, კონგრესსა და თეთრ სახლში გამართულ კონსულტაციებზე ისაუბრეს, რომელზეც საქართველოს მხარდასაჭერი აქტის მიღების საკითხი განიხილეს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, გაზრდილი საფრთხეების ფონზე, როცა საქართველოს, როგორც რეგიონში დემოკრატიული განვითარების მიმართულებით მოწინავე ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია დასაცავია, გამოწვევების გასამკლავებლად მნიშვნელოვანია – აშშ-ში საქართველოს მხარდასაჭერი აქტის მიღება და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადაყვანა.

აშშ-ს ელჩმა იან კელიმ შეხვედრისას, საელჩოს სახელით, გამოხატა სრული მზაობა, რომ საელჩო გააგრძელებს ინტენსიურ თანამშრომლობას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ყველა ძალას გამოიყენებს, იმისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნას მხარდაჭერილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები