მამაკაცს, რომელმაც მეუღლე შვილის თანდასწრებით სცემა, 3 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ი.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“  ქვეპუნქტით, 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ი.კ.-მ მეუღლეს გ.ა.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2017 წლის 24 ივნისს ურთიერთშელაპარაკებისას, ი.კ.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით  მეუღლეზე ფიზიკური ძალადობა განახორციელა, ხოლო 2017 წლის ივლისიდან – 2017 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით ი.კ. სისტემატურად, ხშირ შემთხვევაში სხვა პირთა თანდასწრებით გ.ა.-ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა. ი.კ.-ს ქმედებით დაზარალებული ტანჯვას განიცდიდა.

სამართალდამცველებმა ი.კ. 2017 წლის 23 ნოემბერს, ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“  ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით (სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა)  წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.კ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები