ირაკლი ოქრუაშვილი „იბერიას“ საქმეზე დაიკითხა – მოწმემ სააკაშვილი და ადეიშვილი ტელეკომპანიის ლიცენზიის შეჩერებაში ამხილა

შს ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „იბერიას“ საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა.
მოწმე ოქრუაშვილმა დაკითხვისას დაადასტურა, რომ ტელეკომპანია „იბერიის“ ლიცენციის შეჩერებას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
მისი განცხადებით, ადეიშვილი ტელეკომპანიის ჩამორთმევაში პირადად იყო დაინტერესებული.
„ზოგადად ყველა ოპოზიციურ ტელეკომპანიაში არსებობდა გარკვეული საფრთხე. შესაბამისად, ზოგან ნაჯახით, ზოგან მოლაპარაკებები მიდიოდა. გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული კონტრაბანდასთან დაკავშირებით, ეს იყო სწორი, შესაბამისი მოქმედები იყო ჩასატარებელი. შეიძლება ზოგიერთს ეს ფორმა არ მოსწონდა, მაგრამ კანონის ფარგლებში ჯდებოდა. რაც შეეხება ლიცენზიის დათმობას, შეიძლება დიდი ალბათობით არასწორი იყო. ეს იყო ადეიშვილის პროკურორობის პერიოდში და ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დროს“, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.
სასამართლოს დასრულების შემდეგ კომენტარი საქმის პროკურორმაც გააკეთა.
„ირაკლი ოქრუაშვილმა დეტალურად გაიხსენა, თუ რა პირობებში ხდებოდა ზურაბ ადეიშვილის მხრიდან გეგმის განხორციელება, მან მოახსენა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მაშინ სწორედ ამ შეხვედრას ირაკლი ოქრუაშვილიც ესწრებოდა. ფაქტობრივად ირაკლი ოქრუაშვილმა დაადასტურა ბრალდების მხარის ვერსია“, – აღნიშნა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები