ზუგდიდში, პირს, რომელმაც სიდედრი სცემა და ნივთები დაუწვა, 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში, ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და ცეცხლის წაკიდებით ოჯახის წევრების ქონების დაზიანებასა და განადგურებაში ბრალდებული ბ.ჭ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,187-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 იანვარს, ღამის საათებში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში ბ.ჭ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის დედის-ფ.ჭ.-ს მიმართ განახორციელა ძალადობა, რა დროსაც  მუშტი დაარტყა. ბ.ჭ.-ს ქმედებით ფ.ჭ.-მ  ფიზიკური ტკივილი განიცადა.

აღნიშნულის შემდგომ, ბ.ჭ. სანადირო თოფის და დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ნ.რ.-ს და ფ.ჭ.-ს, რა დროსაც მათ   მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, ხოლო მოგვიანებით ნ.რ.-ს ტანსაცმელს და ფეხსაცმელებს, ასევე ფ.ჭ.-ს კუთვნილ საოჯახო ნივთებს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  ბ.ჭ.-ს ქმედებით ნ.რ.-ს 4030 ლარის, ხოლო ფ.ჭ. -ს 3855 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა ბ.ჭ.  იმავე დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა), 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 111,187-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლის წაკიდებით ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება და განადგურება) წარედგინა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბ.ჭ. სრულად სცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები