ურეკში ხანძარს 90 წლამდე ასაკის მოხუცი ემსხვერპლა

ოზურგეთის რაიონში, დაბა ურეკში, ხანძარს 90 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა.
ცეცხლი თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ხის კოტეჯს გამთენიას გაუჩნდა, სადაც მოხუცი იმყოფებოდა.
თვითმხილველებმა მოხუცი, კოტეჯის აივანზე, გარდაცვლილი იპოვეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები