გიორგი აბაშიშვილი: მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული ქვეყნის განვითარება, მათ შორის ვალუტის კურსი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკურ გამოწვევებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს მორიგ შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოს მაკროეკონომიკური მდგრადობის პრობლემებს შეეხებოდა.
ეკონომიკურ გამოწვევებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს პროექტი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერაა დაფინანსებული და მას დემოკრატიისა და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ახორციელებს.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მაკროეკონომიკური მდგრადობა ერთ-ერთი მთავარი საკითხია საქართველოსთვის, გამომდინარე იქედან, რომ მაკროეკონომიკურ მდგრადობაზეა დამოკიდებული მთლიანად ბიზნესის განვითარება.
,,რამდენად პროგნოზირებადი ბიზნესგარემო იქნება ქვეყანაში და რამდენად იქნება მიმზიდველი საინვესტიციოც, შესაბამისად, ამ საკითხებზე მსჯელობა აუცილებელია იმისთვის, რომ განიზასღვროს სწორი გზები.
მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული ასევე მთლიანობაში ქვეყნის განვითარება, მათ შორის ვალუტის კურსი, როდესაც გარკვეული კითხვები ჩნდება ამ საკითხზე”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები