ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, თელავში ორი მამაკაცი დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ორი მამაკაცი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ისინი საცხოვრებელი სახლის საწყობში რკინის შედუღებისას დაშავდნენ.

სავარაუდოდ, დახურულ სივრცეში ბუნებრივი აირის დაგროვდა, რამაც ძლიერი აფეთქება გამოიწვია. ორივე დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემდგომი მკურნალობისთვის, მათ, სავარაუდოდ, თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები