Reuters: აშშ-მა „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმის თანახმად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ალ-ნუსრას ფრონტის“, იგივე „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“, უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
23 ივნისით დათარიღებულ მემორანდუმს ხელი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მოაწერა.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის მიერ სირიისთვის აშშ-ის სანქციების პროგრამის გაუქმების შესახებ აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერიდან ერთი კვირის შემდეგ გადაიდგა.