ხარკოვზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა
ხარკოვზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა.
როგორც ხარკოვის რეგიონული პროკურატურა Telegram-ზე იუწყება, 34 წლის ქალი, რომელიც ხარკოვის ხოლოდნოჰირსკის რაიონზე რუსული დრონით თავდასხმის დროს მძიმედ დაშავდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„სამწუხაროდ, 34 წლის ქალი, რომელიც ხოლოდნოჰირსკის რაიონზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის დროს მძიმედ დაშავდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის თქმით, 7 ივლისს, დილით ადრე, დრონებით თავდასხმების ორი ტალღის შედეგად, სულ 71 ადამიანი დაშავდა.