მძღოლი, რომელმაც კასპში არასრულწლოვანი იმსხვერპლა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ი.კ. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 4 იანვარს, ქალაქ კასპში, თავისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა, რა დროსაც 2008 წელს დაბადებულ ქვეითად მოსიარულე მ.გ.-ს შეეჯახა. არასრულწლოვანი გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური, ტოქსიკოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები. გამოძიებამ დაადგინა ი.კ.-ს ბრალეულობა. პოლიციამ იგი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები