მაგდა გურული ზვიად დევდარიანის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებაზე საუბრობს

ხელოვნებათმცოდნე მაგდა გურული ზვიად დევდარიანის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“დღეს ბოლო პოსტი: დევდარიანზე, ლოოოლ. ის რომ ეს დევდარიანი ადამიანი-ფსკერია, ამაში ეჭვი არ მეპარება და აქამდე ესეც არ მაინტერესებდა. ყველაფერს აქვს თავისი დრო, ხო? ეს ამბები მაშინ რომ ატეხილიყო, როცა კაზანოვობდა, მაშინ ამას ექნებოდა საზოგადოებისთვის სასიკეთო შედეგი და დღეს შეიძლება დევდარიანი აღარც არავის “დაეყენებინა” არსად. ისევე, როგორც წინა ხელისუფლებას მაშინვე რომ ეთქვა მაგალითად, ჟვანიას სიკვდილის რეალური გარემოებები, შემდგომში შეიძლება, რაღაცები სხვანაირად ყოფილიყო. ნუ ამას უკვე ვეღარ გავიგებთ, მაგრამ რაღაც რომ უკეთესად იქნებოდა, ეს ვიცი ზუსტად! დღეს რომ დევდარიანზე ატყდა ამბავი, ამას უკვე საზოგადოებისთვის და საერთო სიტუაციისთვის აქვს ღირებულება 0. ეს ეხება უკვე მხოლოდ და პირადად დევდარიანს და თანაც ირონიულად, მასვე უტოვებს “თავისუფალ სივრცეს”, სადაც იბადება ლეგიტიმური კითხვა ახლა გაგახსენდათ? ანუ, სინამდვილეში, ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ და მოდით რა, ეს ღიად ვაკეთოთ და იქნებ უკეთესად იყოს ყველაფერი!” – წერს მაია გურული სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები