ბაია პატარაია “საზოგადოებრივი მაუწყებლის” კონკურსს ეთიშება

კავშირ “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია “ქალთა მოძრაობის” მხრიდან ზვიად დევდარიანის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ორი დღეა, ჩემი მეგობარი სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს და ორი დღეა, მე ვუყურებ ჩემ სამსჯავროს: დადგები თუ არა მსხვერპლი ქალის გვერდით? აიღებ თუ არა სამართლიანობის ხმალს ხელში და თავს შუაზე გაუჩეხავ შენს მეგობარს? შე, ორტრაკავ და კლანის წევრო, უღალატებ თუ არა შენს პრინციპებს? უღალატებ თუ არა მსხვერპლ ქალს შენი მეგობრის გამო? და გიყურებს ათასი თვალი და ითხოვენ, რომ შენ შენი სოციალური როლი შეასრულო, ან არა და, გამოემშვიდობო მიუკერძოებელი და პრინციპული პროფესიონალის სტატუსს. და არ აწყობთ პასუხი: მე ვერ გავერევი ამაში, ეს ინტერესთა კონფლიქტია.

– ეგრე ბებიაშენს ელაპარაკე, – გეტყვის ძალადობის ყოფილი მსხვერპლი.

– მაინც დაჩმორდა ეს ორტრაკა, – იტყვის მეორე.

მე არ მინდა ჩემ მეგობარს ვურტყა ნაჯახი, მე მინდა, ვიყო ადამიანი.

პ.ს. მე ვეთიშები “საზმაუს” კონკურსს.

პ.ს. “ქალთა მოძრაობა” აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს”, – წერს ბაია პატარაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები