გუდაურში დაშავებული შვედეთის მოქალაქე, რომელიც 15 კვირის ორსულია, თავს კარგად გრძნობს

გუდაურში დაშავებული შვედეთის მოქალაქე, რომელიც 15 კვირის ორსულია, თავს კარგად გრძნობს და არც ნაყოფის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.
როგორც „კვირას“ სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯიას“ მენეჯერმა, გიორგი გოცაძემ განუცხადა, შვედეთის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვება გრძელდება და მისი მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ის კლინიკას 3-4 დღეში დატოვებს.
ცნობისათვის, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-ს შეადგენს. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, თბილისში ამ დროისთვის 7 ადამიანია გადაყვანილი. დაშავებულთაგან ერთი შვედეთის, 6 რუსეთის და 4 უკრაინის მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები