გუდაურში, დაშავებული უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ სტაბილურია

გუდაურის საბაგიროზე დაშავებული უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ სტაბილურია.
როგორც „კვირას“ ღუდუშაურის სახელობის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული 5 პაციენტიდან ოპერაცია მხოლოდ ერთს – უკრაინის მოქალაქეს დასჭირდა.
„ჩვენთან არის 5 პაციენტი. აქედან მხოლოდ ერთს ჩაუტარდა ოპერაცია და ახლა კლინიკაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენ 4 პაციენტს მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ“, – აცხადებენ კლინიკის პრესსამსახურში.
ცნობისათვის, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-ს შეადგენს. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, თბილისში ამ დროისთვის 7 ადამიანია გადაყვანილი. დაშავებულთაგან ერთი შვედეთის, 6 რ​უსეთის და 4 უკრაინის მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები