თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, თემქაზე ერთ-ერთ საცხოვრებელში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, კაცი ბინაში ქირით ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სამართალდამცველები ადგილზე ბინის მეპატრონის შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ და კარი მისი თანხმობით შეამტვრიეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები