დიმიტრი ქუმსიშვილი: დაშავებულების ოჯახის წევრებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მივიდა, სადაც გუდაურში, საბაგიროს ინციდენტის შედეგად დაშავებულები მოინახულა.

მინისტრის განცხადებით, ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება, დანარჩენების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

„ყველა მათგანი ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება და ყველა საჭირო მანიპულაცია უტარდებათ. მინდა აღვნიშნო, რომ დაშავებულების ოჯახის წევრებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, თითოეული მათგანისთვის გამოყოფილია ოფიციალური წარმომადგენელი, რათა დაკმაყოფილდეს ყველა ის საჭიროება, რომელიც დაშავებულებს ან დაშავებულთა ახლობლებს ექნებათ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიზრუნებთ, რათა დაშავებულების მდგომარეობა, რაც შეიძლება მალე გამოსწორდეს”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები