იანოშ ჰერმანი: ჩვენსა და რუსეთს შორის არსებობს საკითხები, სადაც პოზიციები არ ემთხვევა, მათ შორის საქართველოზე

“ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში არსებობს ბევრი საკითხი, ბევრი მიმართულება, სადაც ჩვენი პოზიციები არ ემთხვევა, მათ შორის ბევრი საქართველოსთანაა კავშირში” – ასე ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი რუსეთის წინააღმდეგ ოფიციალური ლონდონის პოზიციას.
ამასთან, იანოშ ჰერმანი განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხში ევროკავშირი დიდი ბრიტანეთის მიმართ სრულად სოლიდარულია.
„ამ საკითხში ევროკავშირი სრულიდ სოლიდარულია დიდი ბრიტანეთის. გასულ დღეებში ჩვენ ეს საჯაროდაც დავაფიქსირეთ. მე აბსოლუტურად მესმის, რომ ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში არსებობს ბევრი საკითხი, ბევრი მიმართულება, სადაც ჩვენი პოზიციები არ ემთხვევა, მათ შორის ბევრი საქართველოსთანაა კავშირში, თუმცა ამაზე შორს არ წავალ. უბრალოდ ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ ამ საკითხში ბრიტანეთის პოზიციის მიმართ სოლიდარული ვართ“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები