მამუკა სალუქვაძე: თბილისის ცენტრსა და გარეუბნებში პარკირების საფასური განსხვავებული უნდა იყოს

გენგეგმის ჯგუფი თბილისის მერიას საათობრივი პარკინგის გადასახადის დაწესებას სთავაზობს, – შესაბამისი განცხადება გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრმა, ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზეე გააკეთა.

ამასთან, მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში, პარკირების საფასური განსხვავებული უნდა იყოს.
როგორც სალუქვაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხებზე საკუთარი ხედვები მერიას, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, გენგემაზე მომუშავე უცხოელმა პარტნიორებმა შესთავაზეს.
„ეს ინიციატივა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გაჟღერდა, გენგეგმაზე მომუშავე უცხოელი პარტნიორების მხრდან, მათ შორის, – მერიის ხელმძღვანელობასთანაც. პილოტპროექტი შევთავაზეთ მერიას, შეგვეძლო ჩამოგვეტანა აპარატი, რომელიც გადახდის საკითხს მოაწესრიგებდა, შევთავაზეთ, რომ ამ პროექტისთვის კოტე აფხაზის ქუჩა გამოგვეყენებინა, ვინაიდან ეს გადატვირთული არეალია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ პარკირების ერთწლიანი პაკეტის აღებისთვის, 50 ლარი უნდა გადაგვეხადა, ეს არ მიგვაჩნია ჩვენ სწორად – ეს არ არის ევროპული გამოცდილება, მით უმეტეს მაშინ, როცა ქალაქებში არსებობს ზონირება (ევროპული და არამხოლოდ ევროპული გამოცდილება მაქვს მხედველობაში), ქალაქის ცენტრში სხვა ფასი ღირს მანქანის გაჩერება და გარეუბანში სხვა, ხოლო, საცხოვრებელ ტერიტორიებზე სხვა, ანუ ქალაქის ცენტრში საკმაოდ ძვირია მანქანის სადგომი ადგილი. პარკირების ბალანსი და პარკირების ზონიერება -ეს ის საკითხებია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული პარკირების განვითარების სტრატეგიაში, რაც ჩვენ, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია. გადატვირთვა, რომელიც ცენტრს გააჩნია, ჩვენ რაღაცნაირად უნდა მოვხსნათ. ევროპაში ითვლება, რომ ქალაქის ცენტრში 15%- ი მაინც უნდა იყოს პარკირებისგან თავისუფალი ტერიტორია, 85%-ი დატვირთული“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენს უნდა შეადგენდეს საათობრივი ტარიფი, სალუქვაძე აცხადებს, რომ ზუსტად შემუშავებული ტარიფი მათ არ აქვთ.
„ჩვენ ეს არ გვევალებოდა, ეს ერთი, და ამისი გაკეთება ოპერატორთან და ქალაქის მერიასთან შეუთანხმებლად არ შეიძლება. რა თქმა უნდა, სამჯერ-ოთხჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს ცენტრში მანქანის დაყენება და დაპარკინგება იმას, რაც გარეუბნებში ხდება. ამასთან,საათობრივი პარკინგის შემოღების შემთხვევაში, იმის გაკონტროლება, თუ რამდენი ხანი იდგა ესა თუ ის ავტომობილი სადგომზე, პრობლემას არ წარმოადგენს. სპეციალური აპარატი გაძლევთ ქვითარს და ამას ამოწმებენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, ამასთან, თუ დამატებითი დროის აღება მოგინდებათ, დაამატებთ, არც ეს არის პრობლემა“, – აღნიშნა სალუქვაძემ.“, – განაცხადა სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები