თბილისში, თონეში გაზის ნამწვით ქალი გაიგუდა

თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მდებარე თონეში, ბუნებრივი აირის ნამწვით ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე, უგონო მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, თონეში მომუშავე ორი ქალი უგონო მდგომარეობაში დღეს დილით იპოვეს.

ერთ-ერთი მათგანი უკვე გარდაცვლილი იყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები