რა ვითარებაა მაიამიში, სადაც ხიდის ჩანგრევა მსხვერპლით დასრულდა (ფოტო, ვიდეო)

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, მაიამიში ხიდის ჩანგრევის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი აშენებული ხიდი, რომელიც ქვეითებისთვის იყო განკუთვნილი, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე ჩაინგრა. ინფორმაციას “BBC” ავრცელებს.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სამძებრო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ხიდის ჩამონგრევის შედეგად, ნანგრევებში 10-მდე ავტომობილი მოჰყვა.
როგორც ექიმი მარკ მაქკეინი აცხადებს, დაშვებულებიდან 2 ადამიანის ჯანმრთლობის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები