ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოეზიის საღამო -„facebook-ს გარეთ” გაიმართება

19 მარტს, 18 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კინოსტუდიის დარბაზში, ტარდება პოეზიის საღამო -„facebook-ს გარეთ”. ლექსებს წაიკითხავენ ახალგაზრდა ავტორები: გიორგი მინჯია, ნიკა კობერიძე, ალექსანდრე ჭინჭარაძე და მიშიკო ხალიჩაშვილი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუმარტეს, საღამოს ფუნქცია იქნება ვირტუალური ფეისბუქრეალობიდან გასვლა და მსმენელ აუდიტორიასთან ცოცხალი ურთიერთობის დამყარება დარბაზის მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები