თბილისის ისტორიის მუზეუმში გიორგი უგულავას გამოფენა – ,,ნაცრისფერი ზონა” გაიხსნება

21 მარტს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში გიორგი უგულავას ნამუშევრების გამოფენა – ,,ნაცრისფერი ზონა” გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, გამოფენა ასახავს თანამედროვე კულტურაში არსებული კორუფციის „ზონას” და მისი გავლენის სფეროს ეხება. „ზონა” შესაძლოა, გულისხმობდეს როგორც რეგიონს, ისე სფეროს, სექტორს ან ტერიტორიას. გიორგი უგულავას ნამუშევრები კორუფციის ნაცრისფერ ზონებს და მის მოჩვენებით რეალობას და თანამედროვე სამყაროში მისი განვითარების მზარდ ტემპს ასახავს. ავტორი მიგვანიშნებს იმაზე, თუ როგორ განვაგრძობთ არსებობას უკანონობისა და კორუფციისაგან წარმოქმნილ რეალურ და მეტაფორულ ნაცრისფერ ზონაში, რომელიც ვირუსის მსგავსად ყველგან აღწევს.
გიორგი უგულავა სწავლობდა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ჰქონდა გამოფენები აჭარაში, ქუთაისსა და თბილისში.
გამოფენა 10 აპრილამდე გასტანს.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები