ქართული ანიმაციური ფილმი „მეთევზე და გოგონა” ანსის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა

ქართული ანიმაციური ფილმი „მეთევზე და გოგონა”, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა, ანსის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ახალი ანიმაციური ფილმი „მეთევზე და გოგონა“ (ავტორი მამუკა ტყეშელაშვილი) 20 Steps Production-ის ფილმია. ხოლო „ANNECY 2018” საფრანგეთის ანიმაციური ფილმების ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ფესტივალი. ფილმი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში -„Perspectives“ მიიღებს მონაწილეობა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები