კაზრეთში, 7000 დოლარის გამო მამაკაცმა ნათესავი მოკლა – ბრალდებულს 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული გ.გ., განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული, 4-დან 15 წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ.-მ ბოლნისის რაიონის სოფელ კაზრეთში, ნათესავს – 1964 წელს დაბადებულ რ.გ.-ს, ვალის გადაუხდელობის მოტივით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. რ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დადგინდა, რომ რ.გ.-ს ბრალდებულის 7000 აშშ დოლარი ემართა და გადახდას ვერ ახერხებდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.გ., მომხდარიდან რამდენიმე საათში, სოფელ კაზრეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები