ლიკა ქავჟარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მაკა ნაცვლიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

15  მარტს, 18:00 საათზე, Iart Gallery-ში მაკა ნაცვლიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა ლიკა ქავჟარაძის ხსოვნას მიეძღვნება და, მისი პორტრეტის გარდა, გამოფენილი იქნება ლიკას კოსტიუმები, რომლებიც შეიქმნა სხვადასხვა კინოფილმებისთვის.
წარმოდგენილი იქნება: ფერწერა,  პოპარტი, გრაფიკა, ვინტაჟი. გამოფენას დინი ვირსალაძე და ვაკო შიუკაშვილი გაამდიდრებენ თითო კომპოზიციით.
მაკა ნაცვლიშვილმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტი ვლადიმერ კანდელაკის ხელმძღვანელობით და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას.
ის აცმევდა ქართული საზოგადოების ცნობილ სახეებს და სხვადასხვა კინოფილმის გმირებს.
დღეს მაკა ნაცვლიშვილი ერთ-ერთი კრეატიული დიზაინერია. ამასთან ერთად, მან წლების მანძილზე შეაგროვა თავისი ნამუშევრების კოლექცია (გრაფიკა, ფერწერა, პოპარტი), რომელიც პირველად წასდგება მაყურებლის წინაშე ავტორის მიერ 90-იან წლებში შესრულებულ კოსტიუმებთან ერთად.
არტისტი არის: პირველი ქართული მოდის სახლის “ირიდას” თანადამფუძნებელი და დიზაინერი,
სტუდია “ნოემას” დამფუძნებელი; 2007 პანამის მოდის კვირეულის საპატიო სტუმარი და მონაწილე;  არაერთი პერსონალური დეფილეს ავტორი; მოდის დიზაინის მაღაზიის და შემოქმედებითი სახელოსნოს Fashion+art-ის დამფუძნებელი,
წარმოდგენილი იყო ქართული სამოსის გამოფენით საპატრიარქოში, მხატვართა კავშირის პერიოდულ გამოფენებში.

გალერისტი – იკა ბოკუჩავა; კურატორი – ვლადიმერ კანდელაკი.
მისამართი: Iart Gallery-shi, უზნაძის 13.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები