მამაკაცს, რომელმაც მოქალაქეს 100 ლარი წაართვა, 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობის  ჩადენაში ბრალდებული  ე.ი. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2017  წლის 28 ივლისს, დაახლოებით  05:00 საათიდან  07:00 საათამდე პერიოდში,  ე.ი.-მ,  ქ. რუსთავიდან სოფელ აგთაკლიაში გამგზავრების მიზნით, იქირავა  შ.ს.-ის  ავტომანქანა. მიიყვანა ის სოფელ აგთაკლიის ერთ-ერთი უბნის  ჩიხში, სადაც დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების  მუქარით, მართლსაწინააღმდეგო  მისაკუთრების მიზნით, შ.ს.-ს  გასტაცა  თანხა 100 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ე.ი. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა და, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ე.ი. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები