გიორგი (გოგი) ჩლაიძეს „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა

 საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კომპოზიტორ გიორგი (გოგი) ჩლაიძეს, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სამინისტროს სპეციალური ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.
გიორგი (გოგა) ჩლაიძემ დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1967 წელს – საფორტერპიანო, 1974 წელს – საკომპოზიციო.
ასწავლიდა ფორტეპიანოს თბილისის VI მუსიკალურ სკოლაში. I სამუსიკო სასწავლებელში; იყო თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე; 1981 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ტელერადიო მაუწყებლობის ახალგაზრდული გადაცემების მუსიკალური რედაქციის რედაქტორი; თბილისის თეატრ “ერქოს” მუსიკალური ხელმძღვანელი,
2005 წლიდან მუშაობს საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მთავარ დირიჟორად; დაწერილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – კონცერტი ორკესტრისათვის (1972), კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათის (1973), სამი სიმფონიური მინიატურა (1978); ვოკალურ–სიმფონიური და საგუნდო ნაწარმოებები – “სადღესასწაულო კანტატა”, სოლისტების, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1968), “ხუთი ხასიათი”, საგუნდო ციკლი საბავშვო გუნდისათვის ა კაპელა (1974), “ხუთი ნაღვლიანი სიმღერა”, მამაკაცის ხმის და ქალთა გუნდისათვის ა კაპელა (1975), სამი საბავშვო გუნდი ფორტეპიანოს თანხლებით (1979), ხუთი საბავშვო გუნდი ფორტეპიანოს თანხლებით (1982); კამერულ-ინსტრუმენტული და კამერულ-ვოკალური ნაწარმოებები – სამი იუმორესკა ფორტეპიანოსათვის (1967), “როგორ მიყვარხარ შენ”, რომანსი ხმისა და ფორტეპიანოსათვის (1967), ხუთი პიესა ფორტეპიანოსათვის (1970), “სონატა–ფანტაზია”, მაღალი ხმის, ფლეიტის, ვიოლონჩელოს, ტამტამისა და ფორტეპიანოსათვის (1980); ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – “დარისპანის გასაჭირი” (1975, ოპერა სამ მოქმედებათ), “ღვთაებრივი კომედია” (1983, მიუზიკლი ორ მოქმედებათ); მუსიკა კინოფილმებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები