დღეს ჟურნალის – „სკოლის მართვა“ წარდგენა გაიმართება

დღეს, 15 მარტს, 16:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჟურნალის „სკოლის მართვა“ პრეზენტაცია გაიმართება. ჟურნალი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და „სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის“ თანამშრომლობით გამოიცა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ჟურნალი სკოლის ადმინისტრატორებისთვის არის განკუთვნილი და სერიულ ხასიათს ატარებს. გამოცემაში თავმოყრილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მართვის აქტუალური თემატიკა, მართვის საუკეთესო პრაქტიკა, ინტერვიუები განათლების სპეციალისტებთან და სხვა.
ჟურნალი „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში შეიქმნა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
ჟურნალში წარმოდგენილი სტატიების ავტორები მოქმედი დირექტორები, განათლების სფეროს სპეციალისტები და საერთაშორისო ავტორები არიან. ეს შესაძლებლობას მისცემს ჩვენს დირექტორებს უკეთ გააცნობიერონ მართვის საერთაშორისო და ეროვნული პრობლემატიკა, მოარგონ არსებული გამოცდილება საკუთარი სკოლის კონტექსტს და მეტად მოსწავლეზე ორიენტირებული გახადონ სკოლა.
ჟურნალი ყველა საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები