ალავერდის მონასტრის სიახლოვეს წყალსაცავი აღმოაჩინეს

ალავერდის მონასტრის სიახლოევს წყალსაცავი აღმოაჩინეს, რომელიც, სპეციალისტების შეფასებით, მონასტრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუქციას ასრულებდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეიმედი“ ავრცელებს.
ალავერდის მახლობლად არქეოლოგიურ გათხრებს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო რამდენიმე თვეა ატარებს. ტაძრის სიახლოვეს, ალავერდის მამათა მონასტრის აღმოსავლეთ მხარეს, მდინარის წყლის კალაპოტის კორექციის სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალსაცავს მიაკვლიეს. ის, სავარაუდოდ, XI-XIII საუკუნეებით თარიღდება.
სპეციალისტების თქმით, 23 მეტრის დიამეტრის წყალსატევი ალავერდის მონასტრის წყალმომარაგების მასშტაბური წრიული გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი იყო და  მონასტრისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

წყარო: www.imedi.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები